ალექსეი ნავალნი 28 იანვარს რუსეთის 90 ქალაქში საყოველთაო გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს აანონსებს

19:50, 27.12.2017

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 28 იანვარს რუსეთის 90 ქალაქში საყოველთაო გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

როგორც ნავალნი საკუთარ ბლოგში წერს, მსვლელობებისა და მიტინგების გასამართად სხვადასხვა ქალაქის მერიაში განაცხადი ახლავე იქნება შეტანილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის მომხრეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მისი აზრით, არჩევნებში ხმის მიცემა ნიშნავს „პუტინის პრობლემების გადაწყვეტას“.

„საბოლოოდ აშკარა, რომ პუტინს და კრემლს მხოლოდ ამომრჩეველთა აქტივობა სჭირდება“, – აღნიშნა ალექსეი ნავალნიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. კომისიაში განმარტეს, რომ 2017 წელს ოპოზიციონერი მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს და რუსეთის კანონმდებლობით, მას უახლოესი ათი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

მსგავსი