ალექსეი გონჩარენკო - ქართველ ხალხს მივმართავ, მეგობრებო, ძმებო, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო, ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს
ალექსეი გონჩარენკო - ქართველ ხალხს მივმართავ, მეგობრებო, ძმებო, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო, ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს

საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება თავდასხმის ქვეშ არის, ქართველ ხალხს მივმართავ, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო, ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, მსოფლიოში არავის უნდა ეს.

„დემოკრატია არის თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრორუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა. ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების“ რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ ისინი.

მინდა, ქართველ ხალხს მივმართო – ქართველებო, ივანიშვილის რეჟიმი, მისი დაჯგუფება და თავად ის გატყუებენ. ისინი გეუბნებიან, რომ ევროპაში მიჰყავხართ, ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ ნახეთ, ევროპა აქ არის, ყველამ თქვა, რომ საქართველოში რაც ხდება, მიუღებელია. ეს ევროპა არ არის, ეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არის. გეუბნებიან, თითქოს საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს ტყუილია. არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, მსოფლიოში არავის უნდა ეს. გვინდა მშვიდობიანი, კეთილდღიანი და ლამაზი საქართველოს დანახვა, როგორებიც უნდა იყოთ. ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია.

თუმცა, თუ რუსები მოვლენ? რატომ არ არის რუსეთის ტანკები დღეს თბილისში? ვინაიდან ისინი უკრაინაში არიან და წასვლა არ შეუძლიათ, საკმარისი ძალები არ აქვთ, რომ საქართველოს თავს დაესხან დღეს, თუმცა ჰიბრიდული ოკუპაციით თუ ისინი საქართველოს დაიპყრობენ, მაშინ შვილებს წაგართმევენ, როგორც ეს უქნეს ავღანეთს, თავს დაესხმებიან ბალტიის ქვეყნებს, სხვა ქვეყნებს. ეს იცით. არ მისცეთ საშუალება, ეს მოხდეს. ეს კრიტიკული მომენტია, დემოკრატია და თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა საქართველოში და მსურს ქართველ ხალხს მივმართო: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო! ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა გონჩრენკომ.