ალექსეი დანილოვი – ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით

17:23, 14.04.2023

უკრაინა გამოიყენებს ნებისმიერ იარაღს თავისი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, კიევი ქმნის საკუთარ იარაღს, ისეთს, როგორიცაა „ნეპტუნის რაკეტა“, რომელიც უკრაინამ გასულ წელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვისთვის გამოიყენა.

მსგავსი