ალექსეი დანილოვი - ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, დრო მოვიდა
ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, დრო მოვიდა, – ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპია.
„ამით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს – უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების განადგურებას“, – წერს დანილოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლების შტაბის სხდომა.
„შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე ასეთია – არაფერი და არავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, – განაცხადა დანილოვმა.