ალექსეი დანილოვი - უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, შესაძლოა, ომი ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს
ალექსეი დანილოვი - უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, შესაძლოა, ომი ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, შესაძლოა, ომი ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან, შესაძლოა, რამდენიმე კონტრშეტევა განხორციელდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი უკრაინის ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა.

„ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში. უფრო სწორად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაფერის დროს. არც ადრე და არც გვიან, არამედ ზუსტად მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა დანილოვმა.