ალექსეი დანილოვი - უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, ორი წელია, ქვეყანას ვიცავთ, არ გავჩერდებით და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა 
ალექსეი დანილოვი - უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, ორი წელია, ქვეყანას ვიცავთ, არ გავჩერდებით და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა 

უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ომისთვის ძველი, მათ შორის, ნატო-ს სახელმძღვანელოები არქივში უნდა დაბრუნდეს.

„მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე უარყო ცნობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულობის შესახებ.

„მე არ ვადასტურებ, რომ მსგავსი რამ, რაც დღეს მედიაში ვრცელდება, რეალურია“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.