ალექსეი დანილოვი - უკრაინას აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზე
უკრაინას აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს“, – აღნიშნა დანილოვმა.
როგორც „სიენენი“ წერს, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმა შეუზღუდეს.