ალექსეი დანილოვი - უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს
ალექსეი დანილოვი - უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

უკრაინა არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს, რომელიც აშშ-მა, შესაძლოა, მალე გადასცეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტების გამოყენების შესახებ უკრაინას პარტნიორებთან შეთანხმება აქვს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ATACMS-ი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოვდება საჯარო განცხადებას რაკეტების გადაცემის შესახებ, მაგრამ ამერიკელები უკრაინას გადასცემენ კასეტურ მოდიფიკაციას და არა – ძლიერ ფეთქებად ქობინს. ATACMS-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია.