ალექსეი დანილოვი - ნატო-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება, რომ გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ, უცნაური რჩევაა
ალექსეი დანილოვი - ნატო-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება, რომ გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ, უცნაური რჩევაა

ეს ძალიან უცნაური წინადადებაა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადებას.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას არ გაუვლია მსგავსი გამოცდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, რჩევა მოგვცეთ, დღეს კიდევ ერთმა ფიგურამ გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს. ვგულისხმობ ნატო-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ეს უცნაური რჩევაა. სრულიად გაუგებარია, რატომ გაკეთდა ეს“, – განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, მანამდე ნატო-ს გენერალური ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში.