ალექსეი დანილოვი – მტკივნეულია, რომ ახლა რუსული სიბნელე ახრჩობს თავისუფალ საქართველოს, თუმცა გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას

23:40, 20.05.2023

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ პერიოდის, რომელმაც ის ახლა მოიცვა ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს.

დანილოვის თქმით, უკრაინა საქართველოს გვერდით იქნება.

„უკრაინა იქნება თქვენს გვერდით მონების წინააღმდეგ თავისუფლების ამ ბრძოლაში. მტკივნეულია, რომ ახლა რუსული სიბნელე ახრჩობს თავისუფალ საქართველოს, თუმცა გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული. დავდგეთ ერთად“, – წერს დანილოვი.

მსგავსი