ალექსეი დანილოვი - მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში, კახოვკის კაშხლის აღდგენამდე, ყირიმი წყლის გარეშე იქნება
ალექსეი დანილოვი - მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში, კახოვკის კაშხლის აღდგენამდე, ყირიმი წყლის გარეშე იქნება

მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია. ამჟამად ქალაქი ალიოშკი იტბორება. ასევე, ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება.

ხერსონის რეგიონის ქალაქი გოლაია პრისტანი თითქმის სრულად დაიფარა წყლით. ქალაქში წყლის სიმაღლემ სახლის სახურავებამდე მიაღწია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რუსებმა სამხედრო დანაყოფები 5-15 კმ-ით უკან დახიეს.