ალექსეი დანილოვი - ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებში ნაპოვნია უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმოებული ნაწილები
ალექსეი დანილოვი - ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებში ნაპოვნია უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმოებული ნაწილები

„შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებში ნაპოვნია უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებული ნაწილები, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენ დავშალეთ ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და, სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომელიც არ არის წარმოებული არც ირანში და არც რუსეთში“, – აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ვარაუდობს, რომ ნაწილები ომის დაწყებამდეა შეძენილი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატები 2019-2021 წლებშია წარმოებული. ამასთან ერთად, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გარკვევა, დაწესებული სანქციების მიუხედავად, როგორ ხვდება დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთში.