ალექსეი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა
ალექსეი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა

ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა”, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთში შიდა პოლიტიკური ვითარება მომავალში გაუარესდება.

„უთანხმოება მომავალში გამწვავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკვე მოხდება ამ წლის შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ადამიანების რიცხვი, ვისაც ესმის, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება,“ – აღნიშნა დანილოვმა.