ალექსეი დანილოვი - დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა ამდგარიყო და დაეცვა თავისი ქვეყანა
ალექსეი დანილოვი - დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა ამდგარიყო და დაეცვა თავისი ქვეყანა

დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად თუ მიიჩნევს, უნდა ამდგარიყო და დაეცვა თავისი ქვეყანა, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი. როგორც დანილოვმა უკრაინულ 24-ე არხთან ინტერვიუში განაცხადა, ასე მიიჩნევს სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.

„როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ხელისუფლებასთან ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით. მე დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო ამას (აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს) თავის ტერიტორიად მიიჩნევს, უნდა ამდგარიყო და დაეცვა თავისი ქვეყანა. და სხვა ქვეყნებმაც. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენია – გვიყურეთ, როგორ ვაკეთებთ ჩვენ და გააკეთეთ. თუმცა ისინი ელოდებიან. ჩვენზე ძალიან ბევრ იმედს ამყარებს მრავალი ქვეყანა, რომლებიც ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაიტაცებენ რუსეთის ფედერაციის მიწებს, ისინი წაართმევენ მას იმას, რაც რუსეთმა თავის დროზე მათ წაართვა“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, უკრაინა ამ ქვეყნისთვის დიდ საქმეს აკეთებს.