ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს
ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს.

ამის შესახებ განცხადება დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა.

„ვისურვებდით უკეთესი სიტუაცია გვქონოდა ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ხდება შავ ზღვაში. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა დანილოვმა.

კიევის ცნობით, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული სამხედრო გემი „ნოვოჩერკასკი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ხომალდმა დაზიანება მიიღო.