ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა ჯერ არ არის, მაგრამ მუშავდება ნაბიჯები ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად
ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა ჯერ არ არის, მაგრამ მუშავდება ნაბიჯები ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკურ-დიპლომატიური ნაბიჯების შემუშავება ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად.

მისივე თქმით, მარიუოპოლთან ყველაზე ახლოს მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი ბრძოლებს აწარმოებს ვოლნოვახში, ამიტომ ქალაქის დებლოკადის შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ამასთან, როგორც არესტოვიჩი ამბობს, სხვა ნაწილები მარიუპოლიდან 100, 120, 150 კილომეტრში დგანან და მარიუპოლამდე მისაღწევად მათ რუსების სახმელეთო თავდაცვის გადალახვა მოუწევთ, თუმცა თავდაცვის დაძლევის შემთხვევაშიც, ისინი ვერ შეძლებენ 120 კილომეტრის გავლას რეზერვების შევსების გარეშე.

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ამას ემატება ყირიმიდან და როსტოვის რეგიონებიდან საჰაერო დარტყმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მარიუპოლის საკითხის სამხედრო გადაწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად მიმდინარეობს პოლიტიკურ-დიპლომატიური ნაბიჯების შემუშავება.

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მარიუპოლის საკითხის სამხედრო გადაწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია და ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად პოლიტიკურ-დიპლომატიური ნაბიჯების შემუშავება მიმდინარეობს