ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყო
ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყო. ამის შესახებ მან უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.

„პეტრო პოროშენკომ, როდესაც ეს შეიტანა, მისი პირადი წინასაარჩევნო პიარტექნოლოგია იყო. მან უკვე იცოდა, რომ ნატო არასდროს მიგვიღებდა. ახლა კი, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში უკანასკნელი წილი ეკისრებათ მათ, ვინც მიიღო და ხელი შეუწყო კონსტიტუციაში ამ ნორმის შეტანას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.