ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინამ პარტნიორული სტატუსი ისეთ ნიშნულამდე დაწია, სადაც ნეიტრალურ ტერიტორიად აღარ განგვიხილავენ და გაყოფა გადაწყვიტეს, ქვეყანა რუსეთს 500 მილიარდ რუბლად მიჰყიდეს
ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასავლეთში განვიხილებოდით, როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგი, შოკირებული იყვნენ, როგორ ვიგერიებდით რუსების შენაერთებს, მაგრამ როდესაც ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ უკრაინამ საკუთარი პარტნიორული სტატუსი ისეთ ნიშნულამდე დაწია, სადაც ნეიტრალურ ტერიტორიად აღარ განგვიხილავენ და გაყოფა გადაწყვიტეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა რუსეთს 500 მილიარდ რუბლად მიჰყიდეს, რუსეთის გავლენის ზონად აქციეს, ამასთან, ეს 500 მილიარდი უნდა გადაიხადონ უკრაინელებმა და არა რუსეთმა.
„ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით. პირველი, ისე ვიქცეოდით, რომ სულ ვკარგავდით ჩვენს პარტნიორულ თვისებებს. ორი წლის წინ ჩვენ განგვიხილავდნენ, როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგს, შოკირებული იყვნენ, თუ როგორ ვიგერიებდით რუსეთის შენაერთებს. მიხვდნენ, როგორი ბიჭები არიანო, ეს აღმოსავლეთის ღამის გუშაგიაო და ამიტომ ყველაფრით უნდა მოვამარაგოთო, იარაღით და სხვა საშუალებით, რომ შეაკავონ რუსეთი. მაგრამ როდესაც ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ დასავლეთის დახმარებას ვიპარავდით, უკრაინამ დაწია საკუთარი სტატუსი და მათ გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები. ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს და დაწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიად აღარ განგვიხილავენ და გაყოფა გადაწყვიტეს“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.