ალექსეი არესტოვიჩი - ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას
ალექსეი არესტოვიჩი - ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას. ამის შესახებ არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს. მათ შორის იმ განცხადებებს, სადაც ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და რომ ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, „ტრამპმა გაიღვიძა და ზელენსკის საღამო ვერ შედგა“.

„როგორც შევიტყვე ღია წყაროებიდან, სიტყვებს მალე უნდა მოჰყვეს საქმეები. კერძოდ, განიხილება ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების დაწესების შესაძლებლობა. საფრთხის ქვეშ არიან: მინდიჩი, შეფირი, კოლიუბაევი, პიშანსკაია. ესენი საყვარელი რეზიდენტის სანდო საფულეები არიან, კარიბჭეები მისი კორუმპირებული ფულისთვის“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.