ალექსეი არესტოვიჩი - რუსული ჯარები გუშინ შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენმა დამცველებმა ისინი განდევნეს
ალექსეი არესტოვიჩი - რუსული ჯარები გუშინ შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენმა დამცველებმა ისინი განდევნეს

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულმა უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის ძალების შტურმის მოგერიება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის ტელემარათონის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, შეტაკებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გრძელდება, უკრაინელი სამეხედროები კი გმირულ წინააღმდეგობას უწევენ მტრის ძალებს.

„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა ისინი ჩვენმა დამცველებმა განდევნეს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

გუშინ, უკრაინის გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, თუმცა წარუმატებლად.