ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება
ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება

ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს „ფატეჰ 110“-ს და „ზოლფაღარს“ შეუძლიათ, რუსეთის ძალებს უპირატესობა მიანიჭონ, მაგრამ არა დიდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა, დაახლოებით 140 „ისკანდერი“ და რამდენიმე ათეული „კალიბრი“ და სარაკეტო ტერორის გასაგრძელებლად რუსეთი რაკეტებს ირანიდან დაელოდება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთს შეუძლია, მიიღოს ათასამდე ირანული რაკეტა, მაგრამ გამშვები მოწყობილობები ცოტა აქვთ. არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ირანული რაკეტები ჯერ არავის ჩამოუგდია, ამიტომ მათთან სერიოზული პრობლემები შეიძლება, წარმოიშვას.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის ვარაუდით, უკრაინელები მიიღებენ სერიოზულ გამოცდილებას ამ რაკეტებთან ბრძოლაში. ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლიათ 300-დან 700 კილომეტრამდე დაშორებულ სამიზნეებზე დარტყმა.