ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე დღეს ათი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT
დღეიდან 26 თებერვლის ჩათვლით ეგვიპტის ქალაქი ალექსანდრია 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 16 სპორტსმენით გაემგზავრა.
ოლიმპიური ჩემპიონის, იბრაჰიმ მუსტაფას მემორიალზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ და 10 წონითი კატეგორიიდან შვიდში (55, 60, 63, 67, 87, 97 და 130 კილოგრამებში) დღესვე გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.
საქართველოს სახელით დღეს ხალიჩაზე გავლენ:
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
87 კგ – გურამ ხეცურიანი და ლაშა გობაძე
97 კგ – რობერტ კობლიაშვილი და გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია და ზვიად პატარიძე
შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.