ალექსანდრე წულაძე - გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილება არ გავრცელდება არცერთ მიმდინარე კვლევითი თანამშრომლობის ფორმატზე და არ ეხებათ სტუდენტებს
ალექსანდრე წულაძე - გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილება არ გავრცელდება არცერთ მიმდინარე კვლევითი თანამშრომლობის ფორმატზე და არ ეხებათ სტუდენტებს

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილება არ გავრცელდება არცერთ მიმდინარე კვლევითი თანამშრომლობის ფორმატზე, არ ეხება არც სტუდენტებსა და სასტიპენდიო პროგრამებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.

წულაძემ კომენტარი გააკეთა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF), როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას აჩერებს“.

„დღეს, როგორც თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დადასტურდა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება არცერთ მიმდინარე კვლევითი თანამშრომლობის ფორმატზე, არც „ერასმუსზე,“ არც DAAD-ზე და ა.შ. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება არ ეხება ასევე არც სტუდენტებს და არც სასტიპენდიო პროგრამებს, მით უმეტეს, ვერ შეეხება ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატებს, რომლებიც უნივერსიტეტებს გააჩნიათ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან. აღნიშნული განცხადებები ეხება მხოლოდ სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით გაჩერებას. აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური
მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.