ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ალექსანდრე წივწივაძემ, რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, იუნიორთა შორის (18 წლამდე) მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ საუკეთესო შედეგ დააფიქსირა.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია წუთსა 53 წამში დაფარა, ტიტული შეინარჩუნა და უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.