ალექსანდრე ვინიკოვი - პროგრესი, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიაღწევს, არის პროგრესი ნატო-ში გასაწევრიანებლად, ქართველ მეგობრებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ შესაძლებლობების ფანჯარა
მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს, – ამის შესახებ ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრესი, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწევს, არის პროგრესი ნატო-ში გაწევრიანებისკენაც.
„ნატო და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციაა, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ასევე არის პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ორივე ორგანიზაცია, ევროკავშირიც და ნატო-ც დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა გაიზიაროს. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესი გვთავაზობს, რათა მიაღწიონ პროგრესს და განახორციელონ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა, რასაც ასევე ნატო ურჩევს საქართველოს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.