ალექსანდრე ვინიკოვი - არჩევნები დემოკრატიის საზომია და ეს წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება საქართველოსთვის, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს
ალექსანდრე ვინიკოვი - არჩევნები დემოკრატიის საზომია და ეს წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება საქართველოსთვის, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს

არჩევნები დემოკრატიის საზომია, არჩევნების ეს წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება საქართველოსთვის, რომ ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის გენერალურმა მდვანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა,  რომ საქართვველოს ალიანსში მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილებას მოკავშირეები მხარს უჭერენ.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და საქართველოს ალიანსში მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილებას მოკავშირეები მხარს უჭერენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რეფორმების გატარების კრიტიკულ მნიშვნელობას და საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. ეს გააძლიერებს საქართველოს საზოგადოებას და ნატო-ში წევრობისკენ წინ წაწევს. არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის საზომი და არჩევნების წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება, რომ ქვეყანა დარჩეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.