ალექსანდრე თევზაძე - გვიხარია, რომ საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად აირჩია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩართულობით
ალექსანდრე თევზაძე - გვიხარია, რომ საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად აირჩია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩართულობით

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპის სივრცეში ინტეგრაცია და ზოგადად ევროპული ფასეულობები.

„თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა ირჩევს რამდენიმე პრიორიტეტს, რომელსაც განსაზღვრავს მისი თავმჯდომარეობის განმავლობაში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად აირჩია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩართულობით. ეს არის ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელზე დაფუძნებით ჩვენ ვაშენებთ ახალ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ქვეყნის მიერ ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერით. ჩვენი უნივერსიტეტი მომავალი წლის შემოდგომაზე ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებას შეძლებენ. დღეს ჩვენს ქვეყანას პატივი ერგო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი უნივერსიტეტი გახდება ევროპული განათლების სივრცის ღირსეული წევრი“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.