ალექსანდრე რაქვიშვილი - ომბუდსმენობის კანდიდატებზე როგორც კი დისკუსიები დაიწყება, გამოჩნდება კომპრომისის შესაძლებლობა, ევროკავშირის ეს პუნქტი უნდა შევასრულოთ
საბოლოო ჯამში, ყველას უნდა თავისი კანდიდატის გაყვანა, რაც ძალიან ბუნებრივია. ერთადერთი რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის ნორმალური, მშვიდი დისკუსიები, შეთანხმებები პარტიებს შორის და პოლიტიკური კომპრომისები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებთ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში გამოჩდენა, არის თუ არა პოლიტიკური კომპრომისის შესაძლებლობა.
„19-ვე კანდიდატის წარდგენამ გარკვეულწილად სიტუაცია ტაქტიკურად შეცვალა. თუ ამ 19 ადამიანში შემთხვევით არ იქნება შეპარული ის, ვისაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ჩუმად და კიდევ ორ ოპოზიციონერ დეპუტატს რაღაცნაირად მოისყიდის, მაშინ ეს ჩვენთვის მომგებიანია, რადგან დანარჩენ 18 კანდიდატთან შედარებით ილუსტრირება მოგვიწევს, თუ რით განსხვავდება ჩვენი კანდიდატი და რა იდეებიაა. დარწმუნებული ვარ, არც ერთ სხვა კანდიდატს არ ექნება მსგავსი პოზიცია. მე არ ვიცნობ არავის, ვისაც ამ პროცესის პირდაპირ ჩაგდება უნდა. საბოლოო ჯამში, ყველას უნდა თავისი კანდიდატის გაყვანა, რაც ძალიან ბუნებრივია. ერთადერთი რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის ნორმალური, მშვიდი დისკუსიები, შეთანხმებები პარტიებს შორის და პოლიტიკური კომპრომისები. როგორც კი წარდგენები დასრულდება და დისკუსიები დაიწყება, გამოჩნდება გვაქვს თუ არა პოლიტიკური კომპრომისის შესაძლებლობა, თუ მაგალითად „ქართული ოცნება“ ეცდება, რაღაცნაირად გაიტანოს ფარულად რომელიღაც კანდიდატი. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის 12 პუნქტიდან ეს მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც.