ალექსანდრე რაქვიაშვილი - „შავი სიის“ ინიციატივას არათუ არ ვემხრობი, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომად მიმაჩნია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „შავი სიის“ ინიციატივას არათუ არ ვემხრობი, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომად მიმაჩნია

უცნაური წარმოდგენაა სამართლიანობაზე, რომ რომელიღაც პარტიამ შეიძლება, გადაწყვიტოს, ვინ უფრო აპრიორი დამნაშავეა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. შავის სიის შექმნას უკავშირდება.

„მე საერთოდ არ მომწონს ასეთი რაღაცები. ეს არის უცნაური წარმოდგენა სამართლიანობაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ან ლიდერმა პარტიამ შეიძლება, გადაწყვიტოს, ვინ უფრო აპრიორი დამნაშავეა. რა გამოვიდა, ოპოზიცია რომ მოვიდეს ძალაუფლებაში, მაშინ რა, ამ ხალხს დავსჯით გარანტირებულად, ისე, რომ სასამართლოსაც არ მოვაწყობთ? ეს რაზე მიუთითებს და როგორი აღქმა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ასეთ შავ სიებს აკეთებენ… მე შეიძლება, ბევრი ადამიანი არ მომწონდეს, მაგრამ იმის მტკიცება, ეს ადამიანი ყოველთვის დამნაშავე იქნება და ასეთი ადამიანი წესიერ მოპყრობასაც კი არ იმსახურებს, ეს თავად დანაშაულია. არათუ არ ვემხრობი ამ ინიციატივას, არამედ ძალიან დიდი შეცდომაა პოლიტიკურიც და ადამიანურიც“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.