ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ საქართველოს პოზიციას ევროპულ ქვეყნებში, როგორ ხედავს პრეზიდენტი ჩვენს საგარეო პოლიტიკას

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების დროს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ხედავს პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

რაქვიაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და აინტერესებს, როგორ აღიქვამენ საქართველოს პოზიციას სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში.

„მთავარი თემა იქნება ომი უკრაინაში, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან აქტიური პოზიცია, ძალიან ბევრი კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორ აღიქვამენ საქართველოს პოზიციას სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და როგორ ხედავს პრეზიდენტი ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რადგან გარკვეული უთანხმოება იყო პრეზიდენტსა და მთავრობის მიდგომებში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მთავარი დისკუსიის თემა და დანარჩენი უკვე პრეზიდენტის გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით ხვალ, 14 მარტს მიმართავს.