ალექსანდრე რაქვიაშვილი - ქვეყანამ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს და იარაღი ასე უბრალოდ არავის გადასცეს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ქვეყანამ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს და იარაღი ასე უბრალოდ არავის გადასცეს

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს და იარაღი ასე უბრალოდ არავის გადასცეს.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა უკრაინული მხარის განცხადებას, რომელიც „ბუკის“ და „ჯაველინების“ გადაცემას შეეხება.

„როგორ შეიძლება, იარაღი ასე გადასცე. ასე უბრალოდ აიღო იარაღი და გადასცე, მე შენ გეტყვი უამრავი „ბუკი“ და საჰაერო დაცვის სისტემა გვაქვს. გენერლებსაც რომ ჰკითხოთ, ისინიც ამბობენ, რომ არის იარაღის რაღაც მინიმუმი, რომელიც არ შეიძლება, გადასცე. ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.