ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით

ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოიყურებიან, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეუძლიათ.

„ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ, ეს იგივე ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობენ. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია, ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეგვიძლია. არ მესმის, გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასე მოქცევის სურვილი რატომ აქვთ. ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, იმედია, სწორ პოზიციას დაიკავებენ და ევროპელების თვალში ადეკვატურები გამოვჩნდებით. ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.