ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციის მიერ თავის დროზე მანდატების დატოვება შეცდომა იყო, არ მგონია, ასეთი ტიპის ბოიკოტი მეორეჯერ შედგეს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციის მიერ თავის დროზე მანდატების დატოვება შეცდომა იყო, არ მგონია, ასეთი ტიპის ბოიკოტი მეორეჯერ შედგეს

პარტია „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, თავის დროზე ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეცდომა იყო. როგორც რაქვიაშვილი ამბობს, ახლაც ეჭვი ეპარება, ასეთი ტიპის ბოიკოტს რამე სარგებელი მოჰყვეს.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, „გირჩი“ წინააღმდეგი არ არის, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუსმინოს და გაიგოს, რა არგუმენტები აქვთ.

„ჩვენ უკვე გვქონდა ერთი ასეთი მცდელობა. ეს ნამდვილად შეცდომა იყო. ეჭვი მეპარება, იმავე შეცდომის განმეორებამ რამე სარგებელი მოიტანოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ საუბრისთვის. სიამოვნებით დაველაპარაკებით ჩვენს კოლეგებს და მოვუსმენთ, რა არგუმენტები აქვთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რაიმე ახალი არგუმენტი გამჩდარიყო იმ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, რაც თავის დროზე ბოიკოტს ახლდა. ამიტომ არ მგონია, ასეთი ტიპის მეორე ბოიკოტი შედგეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.