ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს – შენი ტყუილების დრო დასრულდა, აფერისტი რომ ხარ, 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე, ახლა ყველა ყველაფერს ხვდება
ნიკა, ჩემსა და შენს შორის, იცი, რა განსხვავებაა? მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და არასდროს დამიმალავს ეს, პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გავეცი, შენ კიდევ 40 მილიონი ვისგან გაქვს აღებული, არ ამბობ და დღემდე ვერ ბედავ აღიარებას. კი, 40 მილიონი და არა 10 მილიონი, როგორც შენ წერ. ნებისმიერ დისკუსიაში შენ მიერვე ცესკო-ში წარდგენილი დოკუმენტებით დაგიმტკიცებ, რომ ტყუილია, ვითომ შენ მხოლოდ 10 მილიონი დახარჯე არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტყუილების დრო დასრულდა.
„იმასაც დაგიმტკიცებ, რომ სულ ფიქტიური ჩარიცხვებით გაქვს ეს ფული ანგარიშზე შეტანილი და იმასაც, რომ ეს არანაირი გილაურის ფული არ იყო. ეს ყველამ იცის ოპოზიციაში და ამიტომაა, რომ ყველა დებატს გაურბიხარ ამ თემაზე. შენც და შენი პარტიის წევრები. აგერ, სულ რაღაც გუშინაც დაფრთხი; და მეორე: „მიტინგებზე გვარბევდნენ, ესენი კი ბიძინას ხვდებოდნენო“. მე, ჟურნალისტის კითხვას, 2024 არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო შეხვედრაო, არჩევნების შემდეგო, ვუპასუხე. დავიჯერო, ასეთი სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები, რომ ეს არ ნიშნავს 2024 ნოემბერს? ჰოდა, არათუ 2024 წლის არჩევნების, არამედ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იყო ეს შეხვედრა, 2025 წლის ბოლოს. ასე რომ, მთელი შენი და შენი შნირების ისტერიები ამ თემაზე შენივე ფანტაზიებია. ჰოდა, შენი ბოლოდროინდელი კრუნჩხვები იმიტომ ხდება, რომ შენი ტყუილების დრო დასრულდა. შენ რომ აფერისტი ხარ, ჩვენ ეს 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ შენ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე. ახლა კი ყველა ყველაფერს ხვდება და თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, მალე მიხვდება. არ მეთანხმები? გაბედავ დებატებს? არ გინდა, რომ ხალხმა განსაჯოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? ერთი კაცი გყავდა, ვისაც დებატების არ შეეშინდა, და ის ციხეში გყავს, და მეორე კაცი, ეჭვი მაქვს, არ მოგეძებნება“, – წერს რაქვიაშვილი.