ალექსანდრე რაქვიაშვილი – ნიკა გვარამიას ისე ცუდად აქვს საქმე, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვუტევთ
ნიკა გვარამიას ისე ცუდად აქვს საქმე, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრული ვართ და მას ვუტევთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გვარამია ტყუილებით არის ცნობილი.
„შეიძლება, ჩვენ კი გავაერთიანეთ მთელი პოლიტიკური სპექტრი გვარამიას წინააღმდეგ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ბედავს თქვას, საიდან აიღო 40 მილიონი. ამ მარტივ კითხვაზე პასუხს რომ არ გასცეს, ხან რაზე გადაერთვება, ხან რაზე. ახლა მთლად კომიკურ სიტუაციაშია და როგორც ჩანს, გამოუვალ სიტუაციაშია. ისტერიულ განცხადებებს აკეთებს. კარგია, რომ ის ცოტა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხარდამჭერი შეიძლება, იყოს, მიხვდება, რომ აფერისტს უჭერდა მხარს. ის, რომ 10 მილიონზე მეტი დახარჯა, მისივე დოკუმენტებით მტკიცდება, რომელიც ცესკო-ში წარადგინა. ამიტომაც გაურბის ამ თემაზე ნებისმიერ დებატს. გუშინაც კი შევთავაზეთ დებატები. ნიკა მელიამ კი გაბედა, ცუდად დამთავრდა, მაგრამ გვარამიას ამის გამბედაობაც არ აქვს. რაც შეეხება აქციებს, ნიკა გვარამიას კალენდრის პრობლემა აქვს. თავიდან ბოლომდე თვითონ მოიგონეს ეს ისტორია, რომ პროტესტების დროს, როდესაც დარბევა ხდებოდა, ივანიშვილს ვხვდებოდით. გვარამია ტყუილებით არის ცნობილი. ის, რომ მან 10 მილიონზე მეტი დახარჯა დოკუმენტით მტკიცდება. ის, რომ მას ფიქტიური ჩარიცხვები აქვს დოკუმენტურად – მტკიცდება. ჩვენს ქვეყანაში, შეუძლებელია, 40 მილიონი დახარჯო თუ ბიძინა ივანიშვილის თანხმობა არ გაქვს. შიზოფრენიის მსგავსია, რომ ჩვენ, „ნაცები“ და „ქოცები“ ერთად გვარამიას ვებრძვით, იმდენად არაადეკვატურად გამოიყურება, რომ კარგად მეტყველებს გვარამიას მდგომარეობაზე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.