ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს, არ მგონია, პარტიამ დიდი ხანი იფუნქციონიროს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს, არ მგონია, პარტიამ დიდი ხანი იფუნქციონიროს

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში სერიოზული პრობლემები აქვს და ეს უკვე ცხადია. ეს პარტია როგორ ტრანსფორმირდება, მისგან რა დარჩება, ვინ წავა და მოვა, ამას დრო გვაჩვენებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაცია უნდა გაირკვეს.

„როცა ასეთი პროცესები ვითარდება, არ მგონია, პარტიამ დიდი ხანი იფუნქციონიროს. ჩემგან არც მელიას და არც ხაბეიშვილის დამცველი არ გამოვა, მაგრამ სიტუაცია უნდა გაარკვიონ. მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მართლა არჩევნებს ჩავატარებდი და არა ისე, როგორც გააკეთეს. აქედან შეიძლება რამე გამოსულიყო. თუ ასე გაგრძელდება, პარტიას ერთი ლიდერი უნდა დაშორდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.