ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ეს ფაქტი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ეს ფაქტი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს

მესმის, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ეს ფაქტი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

„კარგი იქნებოდა, რომ სააკაშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა დაუბრუნოს. ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, არავინ არ უშვებს, რომ ასე არ არის. ეს გამოსასწორებელია და „ნაცმოძრაობამ“, პირველ რიგში, ამაზე უნდა იმუშაოს, თუ პრეზიდენტთან რამე ურთიერთობა აქვთ. მესმის, რომ რთული სიტუაციაა, როცა შენი ლიდერი ციხეშია, მაგრამ ეს გზა თვითონ აირჩია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.