ალექსანდრე რაქვიაშვილი - მეგონა, სანქციებთან შეერთებული ვართ, ბევრად ადრე შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, გვაქვს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლითაც სანქცირებულია რუსეთის უამრავი მოქალაქე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მეგონა, სანქციებთან შეერთებული ვართ, ბევრად ადრე შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, გვაქვს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლითაც სანქცირებულია რუსეთის უამრავი მოქალაქე

მე მეგონა, რომ სანქციებთან შეერთებული ვართ, მათ შორის ბევრად ადრე შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. გვაქვს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლითაც სანქცირებულია რუსეთის უამრავი მოქალაქე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება, რომ სანქციებს ითხოვენ, უცნაურია.

რაქვიაშვილის განმარტებით, ისინი ითხოვენ სავიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა თავად ეს რეჟიმი 2010 წელს გააუქმეს.

„მე საერთოდ მეგონა, რომ ჩვენ სანქციებთან შეერთებული ვართ, მათ შორის ჩვენ ბევრად უფრო ადრე შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლითაც სანქცირებულია რუსეთის უამრავი მოქალაქე, ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს და მგონი, არც უკრაინას. მეტიც, ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც ცის ჩაკეტვა მოვითხოვეთ. მაშინ „ლელოც“ წინააღმდეგი იყო და ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება, რომ სანქციებს ითხოვენ, ცოტა უცნაურია. ერთადერთი, რაც გამიგია, რასაც ითხოვენ ჩემი კოლეგები არის სავიზო რეჟიმის შემოღება, რაც სასაცილო უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან“, რადგან თვითონ ეს რეჟიმი გააუქმეს და თუ მაშინ, 2010 წელს ეს ნორმალური იყო, როგორ შეიძლება, ეს არანორმალური იყოს დღეს? რა შეიცვალა პრინციპულად?

მგონი, ერთგვარი თამაშის ნაწილია, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები, კობახიძე ამბობს, ჩვენ არ ვუერთდებითო, რადგან დე ფაქტო შეერთებული ვართ, უბრალოდ ჩვენ ალბათ მოგვეთხოვება უფრო კორექტული და უკრაინის მიმართ უფრო მხარდაჭერითი განცხადებები. უნდა ვეცადოთ, უკრაინაში ომი არ გადავიყვანოთ ჩვენს შიდა დაპირისპირებაში, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.