ალექსანდრე რაქვიაშვილი - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

ლარსთთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები, პროტესტი და ასეთი ტიპის პოზიციები ამ მომენტში უბრალოდ დანაშაულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ხოშტარიას და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია პრორუსულია“.

„ხოშტარიას და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელების და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას. ჩვენ პირიქით უნდა ვცადოთ, რომ ეს ხალხი რომელიც ომს გაურბის, შემოვუშვათ და ეს პროტესტი და ასეთი ტიპის პოზიციები ამ მომენტში უბრალოდ დანაშაულია. იქ აქციის გამართვა არანაირი საფრთხის შემცვლელი არ არის. უბრალოდ, დროს ტყუილად დახარჯავენ თუ პოლიცია ამ ხალხს დაიცავს. ამ აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.