ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხოშტარია-ჯაფარიძის განცხადებები იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ხოშტარია-ჯაფარიძის განცხადებები იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია

ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანება თუ ისევ არ დაიშალა, თუ რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე გაქაჩავენ, მერე შეიძლება, სადღაც კიდევ გაერთიანდნენ, თავიანთი ქცევით გამოამჟღავნეს, რომ თავიანთ გაერთიანებას სერიოზულად არ უყურებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარია-ჯაფარიძემ ისიც კი არ უთხრეს საზოგადოებას, ვინ ვისთან გაერთიანდა.

„ახალი პარტია შექმნეს, ზურა ელენეს პარტიაში შევიდა თუ ელენე ზურას პარტიაში შევიდა, საერთოდ, რას აკეთებენ და რა გეგმები ჰქონდათ? რაღაც გეგმა გვაქვს 11 პუნქტიანიო, რატომ 11 და არა 12, რა გეგმა. შეიძლება, გითხრათ, შეიძლება, არ გითხრათო. ეს იმდენად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის ხუმრობები და დაცინვები, რაც გუშინ იყო, გარკვეულწილად დამსახურებულია. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავაფასო, ელენე ხოშტარიას გულწრფელობაა, რომელმაც ერთგვარად აღიარა თავისი წარსული შეცდომები. თუ ასეთი გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, პარტნიორებს იპოვიან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.