ალექსანდრე რაქვიაშვილი - გვარამიას გუნდს ცალკეული ადამიანები ემატებიან, რატომ, რისთვის, არ არის გასაგები, ეს არაა იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება, უცნაური აჯაფსანდალი გამოდის
ალექსანდრე რაქვიაშვილი - გვარამიას გუნდს ცალკეული ადამიანები ემატებიან, რატომ, რისთვის, არ არის გასაგები, ეს არაა იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება, უცნაური აჯაფსანდალი გამოდის

ცხადია, რომ ეს არ არის იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება. ამიტომ უცნაური აჯაფსანდალი გამოდის, დაველოდოთ საბოლოო ფორმას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდში მაია კოპალეიშვილის, გედევან ფოფხაძისა და სხვა ახალი წევრების გაერთიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რაქვიაშვილის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მოგვიანებით ალბათ უფრო გასაგები გახდება ამ გაერთიანების მოტივები.

„ეს ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება, რადგან არანაირი იდეური გაერთიანება არ არის. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მათ ჰქონდათ ერთიანი ხედვები, პოზიციები, რაღაცნაირად ერთმანეთში ადამიანურად ლაგდებიან. არ ვიცი, რა არის მოტივი – მეგობრობა, ფული თუ კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება. ამიტომ რაღაცნაირად უცნაური აჯაფსანდალი გამოდის. დაველოდოთ საბოლოო ფორმას, შეიძლება, ნიკა მელიაც გაჩნდეს ოდესმე სადმე რაღაც პარტიის სახით ან ვიღაცასთან გაერთიანდეს – „ზურა გირჩი ჯაფარიძე“, ლაკა, „ლელოა“ სადღაც თავისი ფულით და გაუგებრობით. ამიტომ ჯერ გაერთიანდნენ, ახლა, რა ვიცი, ცალკეული ადამიანები ემატებიან, რატომ, რისთვის ემატებიან, არ არის გასაგები. ამიტომ ამაზე სერიოზული კომენტარი ნამეტანია. ჯერჯერობით არაფერი კარგი ამისგან არ გამოდის, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ ხმებს ართმევენ, მაგრამ ჯერ ხომ არ დაუმთავრებიათ ეს პროცესი. დაამთავრონ და უფრო გასაგები გახდება“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.