ალექსანდრე რაქვიაშვილი - ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუეს, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდნენ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუეს, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდნენ

ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუეს, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდნენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობეები 4 ოქტომბერს თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული.

„დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს განსაკუთრებულ ღირებულებას არ ვანიჭებ. რა იგულისხმა ქალბატონმა სალომემ, თუ შეძლებს, თვითონ უნდა განმარტოს. ღობეს რაც შეეხება, ყველაზე ნაკლები პრობლემაა, იყო თუ არა ღობე მოჭრილი. ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუეს, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდნენ. ზოგადად, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ჩართულობის გარეშე რომ ვერ მოხდებოდა, ცხადზე ცხადია. ადამიანები ვის დაადანაშაულებენ, ერთმანეთს თუ ყოფილ პარტნიორებს – თავად უნდა განმარტონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორგანიზატორების ნაწილი სხვადასხვა ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.