ალექსანდრე რაქვიაშვილი - ელჩის მჯერა, რადგან არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად კეთდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ელჩის მჯერა, რადგან არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად კეთდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო

მე რაღაცნაირად ელჩის მჯერა, რადგან არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად კეთდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს რაც უნდა გაეკეთებინა, ასე მარტივად საქართველო ომში არ ჩაერთვებოდა.

„ასეთ პროცესს ბევრი სხვა თანმხლები პროცესი უნდა ჰქონდეს, მათ შორის საჯარო განცხადებები და დისკუსიები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს მოამზადებდა. ივანიშვილს რაც უნდა გაეკეთებინა, ასე მარტივად საქართველო ომში არ ჩაერთვებოდა. ამას მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან არაფერი იყო გაკეთებული. არ მჯერა, რომ მართლა ელჩი მივიდა ივანიშვილთან და თხოვდა ომის დაწყებას. მეორე მხრივ, ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს, ფაქტობრივად ამ ქვეყანას მართავს და მას რომ ელჩი ხვდება და უამრავი საკითხია განსახილველი, ამას მარტივად დავიჯერებ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – ეკონომიკური, ქველმოქმედების საკითხები და გარკვეული ურთიერთობები, რომელიც შესაძლოა, მათ აქვთ. არანორმალური იმაში, რომ ელჩი შეხვდა ივანიშვილს, ჩემთვის არ არის. საინტერესოა, ივანიშვილს რატომ დასჭირდა ამაზე საუბარი და იმ სამ დეპუტატს რატომ დასჭირდა ამ თემის წამოწევა. ძალიან არადამაჯერებლად გამოვიდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 21 მარტს შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“.