ალექსანდრე რაქვიაშვილი - ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მგონია, რომ თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მგონია, რომ თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს

ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ამას ვერ გამავართლებ და ვერც ავუკრძალავ, მაგრამ მგონია, თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად-ნახევარია, ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ხელები მიემტვრევა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს“.

„ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ხაბეიშვილს ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. მგონი, თავადაც ჰქონდა გაკეთებული განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით 00:00 საათზე, რომ დრო აღარ ითმენს და ხვალ თუ არაფერი მოხდებაო. . . მაშინ ის ან მოატყუეს, ან თვითონ მოიტყუა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.