ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების მომხრეა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების მომხრეა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების მომხრეა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი თქმით, ამ შემთხვევაშიб სავარაუდოდ, ადგილი აქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, „გირჩი“ ზოგადად წინააღმდეგია, რომ პარტიები ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ.

„ზოგადად, თუ პარტიების დაფინანსების საკითხი დადგება, ჩვენ მხარს დავუჭერთ საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას, მაგრამ წინააღმდეგი ვართ, ეს ამ ფორმით მოხდეს, რადგან ძალიან რთულია დავიჯეროთ, რომ ეს არ ეხება კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას. ეს ცვლილება აისახება „ლეიბორისტულ პარტიაზე“, მაგრამ პოტენციურად სხვა პარტიებზეც, ვინც მანდატს არ გამოიყენებს. პარტიების დაფინანსების გაუქმებას მხარს დავუჭერ, მაგრამ როცა ერთ პარტიას ეხება, ეს უფრო ჰგავს „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გამოყენებას ვიწრო პოლიტიკური მიზნისთვის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.