ალექსანდრე რაქვიაშვილი - ​​ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისული ვერსია, იაგო ხვიჩიას არჩევა რაღაც დათქმებითა და პირობებით, მაგრამ ვერ დავინახე კომპრომისი ვერცერთი მხრიდან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ​​ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისული ვერსია, იაგო ხვიჩიას არჩევა რაღაც დათქმებითა და პირობებით, მაგრამ ვერ დავინახე კომპრომისი ვერცერთი მხრიდან

ასე თუ გავაგრძელეთ, ამ კვირაში სახალხო დამცველს ვერ ავირჩევთ, მე ვერ დავინახე კომპრომისი ვერცერთი მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კომპრომისი ვერ შედგა.

„ამ მომენტისთვის კომპრომისი არ შედგა. არავის უნდა უკან დახევა და კომპრომისის პოვნა. ჩვენ, მათ შორის, იაგო ხვიჩიას შემთხვევაში, შევთავაზეთ კომპრომისული ვერსია, რა შეიძლება, ყოფილიყო და მაინც ვერ ვიპოვეთ შესაძლებლობა, რომ შევთანხმებულიყავით. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ აგებს პასუხს, რა შედეგიც დადგება. მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, ამ კვირაში სახალხო დამცველს ვერ ავირჩევთ. მე ვერ დავინახე ვერანაირი კომპრომისი ვერცერთი მხრიდან. ვეცადე, ჩვენი პოზიციიდან რაღაც კომპრომისი შემეთავაზებინა, სხვა ვერანაირი კომპრომისული ვერსია მე ვერ დავინახე. ჩვენი კომპრომისი იაგოს არჩევას ეხებოდა რაღაც დათქმებით და პირობებით, დეტალებში ვერ შევალ. მაინც ვცადეთ, მაგრამ ამაზე საქმიანი საუბარი არ წამოვიდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.