ალექსანდრე მოწერელიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა
ალექსანდრე მოწერელიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ ფარცვანიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2017-2018 სასწავლო წლების 86 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ამ რაოდენობის მედალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეკორდულია. სულ 61 ოქროს და 25 ვერცხლის მედალი გაიცა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მედალოსნებს წარმატებები მიღწეული წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.