ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხა-ჩხორიწყუ-მარტვილი-აბაშის რაიონებში ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„რუსეთ-საქართველოს ომმა ძალიან მძიმე შედეგები დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. ეს არის მსხვერპლი, ეს არის იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაკადი, ეს არის ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. ასევე მიმდინარეობს ქართული ტოპონიმების უცხო ტოპონიმებით ჩანაცვლება. ეს არის ის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ის მავთულხლართები, რომელსაც ავლებენ ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიჰყვება პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას სასურველ შედეგებს აუცილებლად მოუტანს.

„პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა და არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, არც ანექსიას. ჩვენი პოლიტიკის შედეგად, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, საქართველოს სრულ გაერთიანებას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს სულ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირებიც.