ალექსანდრე მოწერელიამ ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია წარადგინა
ალექსანდრე მოწერელიამ ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია წარადგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია წარუდგინა.

შეხვედრაზე რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტების მიხედვით, მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს სამეგრელო ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად (107 ობიექტი) გამოყოფილია 45 მილიონ ლარამდე.

სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.