ალექსანდრე მოწერელია - ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა შევძლოთ
ალექსანდრე მოწერელია - ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა შევძლოთ

ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად, რათა საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ, ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ, –  ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურალისტებს ფოთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან განუცხადა.

ის არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათ მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს.

მოწერელიას განმარტებით, ამ დრომდე საგუშაგოებთან არანაირი ინცინდენტი არ დაფიქსირებულა.

„მინდა, მოქალაქეებს ერთგვარად ბოდიში მოვუხადო ბლოკ-პოსტებთან შეფერხების გამო, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თერმოსკრინინგზე ფაქტობრივად არავინ უარს არ ამბობს. ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება, უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს. ამ დროისთვის ვითარება არის სტაბილური. ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქეა გადაყვანილი. ასევე, ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისთვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ამ დღეებში ველოდებით რუხის სააავადმყოოს ფუნქციონირების დაწყებას. ამდენად, ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ მზად, რათა თუ ხვალ დამძიმდება ვითარება ჩვენს რეგიონში, შევძლოთ, ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ“ , – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.